კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გობრონ ციცქიშვილი (აგარელი) (1899-1951)
პოეტი.
 გობრონ აგარელი პატრიარქ ქრისტეფორე ციცქიშვილის შვილი იყო. მას, როგორც სევდის პოეტს ისე იცნობდნენ.
გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებას დასახვრეტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. რეპრესიებს მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა. ამის შემდეგ გობრონ აგარელმა მთარგმნელობითი საქმიანობა დაიწყო. ის 8 ენას ფლობდა.
დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილიშვილმა, ქალბატონმა მანანა ციცქიშვილმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments