გოჩა აბაშიძე (დ. 26 მაისი, 1937, სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ოქტომბერი, 1961, თბილისი) –
მსახიობი.
1961 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფილმებში მან სრულიად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახეები შექმნა, გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით. წერდა ლექსებს. გარდაიცვალა 24 წლის ასაკში.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

