კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გოჩა ჩოგოვაძე (1941-2022)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სტუ რექტორი (1988-1994). საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში (1994-2004).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1963 წელს; სამეცნიერო სტაჟირება დარმშტატის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (გერმანია) 1969 წელს;
1971 წელს მისი თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1994-2004წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 1999-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი;2001-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; 2004 წლიდან იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments