კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გოჩა ყარყარაშვილი (1965-1992) – ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი., ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების ბატალიონ “თეთრი არწივის” ჩამოაყალიბებაში. 1989 წლიდან იყო ცხინვალსა და აფხაზეთში წარმოებულ ყველა ბრძოლის მონაწილე. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 5 ოქტომბერს გაგრასთან. დაკრძალულია საბურთალოს ქვედა პანთეონში, ამაღლების ეკლესიის უკან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments