გოგი ცაბაძე (დ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი — გ. 30 ნოემბერი, 1986, გორი) –
კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. მუშაობდა ფილარმონიაში, საქართველოს ტელევიზიაში. 1973 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში. 1956-1975 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.
გიორგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

