გოგი დოლიძე (დ. 5 სექტემბერი, 1954, თბილისი — გ. 8 მარტი, 1996)
მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998).
1961–1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით.
1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან –ამავე რედაქცისს განყოფილების გამგედ.
1979-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-1990 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. 1976-1983 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში“, 1986 წლიდან კი ანსამბლ „ქართულ ხმებში“.
გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, წმინდაგიორგის ეკლესიის წინ.

