გოგი გეგეჭკორი (დ. 23 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 11 მარტი, 2003, თბილისი) –
მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. 1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში, ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში ჭრიჭინა, ლევანის როლზე. კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი.
გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნათელა ურუშაძე (1923-2013) – თეატრმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1976), პროფესორი.

