გიორგი ხარაძე (1931-2021) – ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1957–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1967წწ. ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1967–1979წწ. ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979–1988წწ. ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყოფილების გამგე; 2004 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1988–2006წწ. ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. დაკრძალულია მახათას პანთეონში.

