ფადიკო გოგიტიძე (დ. 1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1940, ბათუმი) – პირველი ქართველი მფრინავი ქალი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტუქტორად. დაიღუპა ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

