ვახტანგ გორგასალი (V ს) – ქართლის მეფე Vს. II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი. სპარსელებტან თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვარაფერს უხერხებდნენ. ვახტანგს მოღალატემ ისარი იღლიაში ესროლა. ვახტანგს ჭრილობა დაუწყლულდა, რადგან ისარი ფილტვამდე იყო შესული. თვითონ უჯარმაში წავიდა, სპასასლართ კი უბრძანა, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი. ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა. მოუხმო კათალიკოსს, ცოლს, შვილებს, ყველა წარჩინებულთ და უთხრა: – მე მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი. თქვენ, წარჩინებულნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი საქმენი ჩემნი, რადგან ჩემი სახლიდან მიიღეთ თქვენ ნათელი საუკუნო. ნუ შეურაცხყოფთ სახელს ჩემსას და გიყვარდეთ ერთმორწმუნე ბერძენნი”. დაკრძალულია სვეტიცხოველში.


