გრიგოლ აბაშიძე (დ. 19 ივლისი (1 აგვისტო), 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი) — პოეტი და პროზაიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. იყო ჟურნალ „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან — თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

