კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ბერძენიშვილი (დ. 17 აპრილი, 1909, ბათუმი — გ. 7 თებერვალი, 1962, თბილისი)
დრამატურგი.
ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა 1927 წლიდან. ბერძენიშვილის პირველი მნიშვნელოვანი პიესა „ოქროს ვერძი“ დაიდგა 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეტრში. 30-იან წლებში იდგმებოდა ბერძენიშვილის პიესები: „აჭარის მთებში“, „სერგო“, „ჩაძირული ოქრო“, „ცეცხლი“, „ჩვენი მიწა“ და სხვა.
1941 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის, მახარაძისა და სხვა თეატრების სცენაზე წარმოდგენილ იქნა ბერძენიშვილის პიესები: ბერძენიშვილს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები „დიდი წიფლის საიდუმლო“, „ეგნატეს ცრემლი“, „მოწყვეტილი ვარსკვლავი“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დაკრძალულია მისი მეუღლე — ქეთევან ჩოლობარგია (1909-1978)
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments