კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 30 ნოემბერი, 1981, თბილისი) –
მწერალი.
1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. ახალგაზრდამ თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა და უმალ მიიქცია მკითხველი საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „ოდიშური მოთხრობები“. გრიგოლ ჩიქოვანი წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. მისი ნაწარმოებები ტარგმნილია არაერთ უცხო ენაზე. დაჯილდოვებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მედლებით და სხვა ჯილდოებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments