კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ჯულუხიძე (დ. 1 ივლისი, 1940, ჩხენიში, სამტრედიის რაიონი-2013) – მთარგმნელი, პოეტი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1965 წელს, პირველი წიგნი კი 1968 წელს. მთავარი პოეტური კრებულები: “გალავანი შუა ქალაქში” (1978), “რაც ხანი გადის” (1980), “და მოვა იგი” (1983), “ლექსები და პოემები” (1984). თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ლ. ლევინის (1974), ი. სიკირიცკის (1978), ა. ისკოს (1980), ტ. ბროევის (1983) ლექსები. მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, პოლონურ ენებზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დათო ჯულუხიძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments