კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ კილაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1902, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1962, თბილისი) –  კომპოზიტორი, დირიჟორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1931 წელს გრიგოლ კილაძემ დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და შეუდგა პედაგოგობას, 1941 წლიდან პროფესორია. პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში — განაგებს მუსიკალურ ნაწილს. სხვადასხვა დროს იყო კონსერვატორიის დირექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და სხვა. კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის  ორი სიმფონია, ოპერები: „ბახტრიონი“, „ლადო კეცხოველი“, ბალეტი „სინათლე“, რომლისთვისაც მისი ავტორი მეორედ გახდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გრ. კილაძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც შესანიშნავი დირიჟორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისათვის: „არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, „უკანასკნელი მასკარადი“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments