გრიგოლ კოკელაძე (1904-1988) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო). 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში; 1937–1943წწ. და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის(ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი; 1941-48წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1955წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, რომელთა ხელნაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება, გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების არა ერთი სანოტო კრებული: დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.


