გრიგოლ კოსტავა (1907-1979) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მუშაობდა ქუთაისის დრამატულ თეატრში; 1928–1931, 1935–1945, 1956–1979წწ. იყო სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

