კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ მესხი (დ. 18 თებერვალი, 1884, სოფ. კორდი,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აპრილი, 1971, თბილისი) – ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1967). სწავლობდა თბილისის, ხოლო 1905 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ რუსული ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები. პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული სამშობლოში დაბრუნებულიყო და მის თანაკურსელთან ერთად თბილისში მოაწყო რუს მხატვართა ნამუშევრების გამფენა, რომლებიც თან ჩამოიტანეს ახალგაზრდებმა. 1909 წელს გრიგოლ მესხი მიიწვიეს ქართული დრამის თეატრში მთავარ დეკორატორად. ამან გარკვეული როლი შეასრულა მის შემოქმედებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments