კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ მრავლაძე (1909-1980) –
რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1926 წელს, თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ თბილისის მუშათა(1926-1928), თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული(1928-1930), ქუთაისის(1931-1932) თეატრებში. 1932-1933 წლებში იყო სახკინმრეწვის კინოფილმის გადამღები ჯგუფის უფროსი. 1934-1940 წლებში მუშაობდა ტექნიკურ რეჟისორად კოტე მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო 1940-1955 წლებში იყო ბათუმის თეატრში დამდგმელი რეჟისორი, შემდეგ იმავე თეატრში გადაყვანილ იქნა სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1940 წელს ბათუმში შეთავსებით მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: აჭარის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რეპერტკომის უფროსად და სხვ. გიორგი მრავლაძემ განახორციელა 35-ზე მეტი დადგმა
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments