გრიგოლ ორბელიანი (1800-1883) –
პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ერეკლე II შვილიშვილის შვილი.
სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827 წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829 წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში.

