გრიგოლ სტურუა (1904-1963) –
შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
დაამთავრა ქ. ხერსონის საზღვაო სასწავლებელი 1936 წელს. 1941–1945წწ. სსრკ–გერმანიის ომის დროს იყო შავი ზღვის მოქმედი სამხედრო ფლოტის ლოცმანი; მან პირველმა შეძლო ხომალდი გამჭოლი ჩრდილოეთის საზღვაო გზით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გაეყვანა; 1941 წლიდან არის შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 1958–1963წწ. ტანკერ “თბილისის” პირველი კაპიტანი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.
დაკრძალულია ქ. ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

