კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ტყაბლაძე (1907-1980) – მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო, გარდა 1951–1952 წლები სეზონისა, როდესაც მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში. შესრულებილი როლები პიესებში: კოწია („გუშინდელნი“); სულეიმანი ( „ღალატი“); მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; შმაგა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“); მწერალი („ყვარყვარე თუთაბერი“); სანდრო ( „თხუნელა“),  . ასევე მონაწილეობდა პიესებში „თამარ ცბიერი“, „ორი ობოლი“, „პატარა კახი“ და სხვა. დაკრძალულია ქალაქ ჭიათურაში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდეს ჭიათურის თეატრალური მუზეუმის თანამშრომლებმა თინათინ გოცაძემ და მაკა გოგატიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments