კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ვენაძე (ინაშვილი) (დ. 25 იანვარი, 1896, თბილისი — გ. 22 ივლისი, 1968, იქვე)
მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1913 წლიდან მონაწილეობს ნაძალევიდეს სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში, კარგი ხმის წყალობით პარალელურად, ხალხური სიმღერების გუნდის სოლისტია, ხოლო მოგვინებით იწვევენ ოპერეტის დასში.
1918 წელს შევიდა ვ. როდნოვის საოპერო სტუდიაში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. სწავლის პერიოდშივე მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში, რომლის სოლისტი იყო 1941 წლამდე. მას შესრულებული აქვს თბილისის საოპერო სცენაზე ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია. ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიას.
1953 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments