გრიგოლ ხავთასი (1903-1990) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

