კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე (დ. 1880, აცანა — გ. 1959, საფრანგეთი) – პოლიტიკოსი, დიპლომატი, დამფუძნებელი კრების წევრი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი. 1912 წელს მონაწილეობდა ვენაში ქართული დელეგაციის მუშაობაში, სადაც ლევ ტროცკის ჰქონდა შექმნილი ლენინის პოლიტიკის საწინააღმდეგო სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის აპრილის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას მოსკოვში. მანვე მოაწერა ხელი 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც მოხდა საქართველოს იურიდიული აღიარება.1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments