კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი (გულო) რცხილაძე (1909-1969) –
სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-19­68).
დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ხდება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი, მაგრამ ჭაბუკი გაიტაცა ტანვარჯიშმა. ამ დროიდან მისი ცხოვრების საქმედ იქცა ტანვარჯიში და სპორტულ-ფიზკულტურული მოძრაობა. გიორგი რცხილაძე იყო ჩვენში სპორტული მოძრაობის ცნობილი საზოგადოების შევარდენის ერთ-ერთი მესვეურის, ცნობილი ტანმოვარჯიშის გიორგი ეგნატაშვილის მოწაფე და მიმდევარი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მამა – ვასილ რცხილაძე (1860-1920) – პედაგოგი, მწიგნობარი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments