გულსუნდა დუნდუა (1943-2001) – ლანჩხუთის “გურიის” უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი. 1943 წლის 25 ივნისს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ადგილობრივი სპორტსკოლის ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფში, დაიწყო. ერთადერთხელ მოუწია “გურიას” მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობა. გულსუნდა დუნდუას დაკრძალვას მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაესწრო. დაკრძალულია ლანჩხუთში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი გია ტუღუშის გვერდიდან.

