კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ ჩაგანავა (დ. 25 დეკემბერი, 1941, უგლოვოე — გ. 11 იანვარი, 2025) – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. 1969 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1981-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1982 წლიდან – შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში). 2009 წლიდან — შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი. 2010 წლიდან — სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. დაკრძალულია ბათუმში, მახინჯაურის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments