კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, — გ. 3 აპრილი, 2021, თბილისი) – კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა. 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში. გურამ დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 2021 წლის მარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი თბილისის საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. გარდაიცვალა 2021 წლის 3 აპრილს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაოზე, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში შვილის გვერდით, საკუთარი ანდერძის თანახმად.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments