გურამ ფირცხალავა (დ. 18 თებერვალი, 1940, ფოთი ― გ. 6 ნოემბერი, 2014) – მსახიობი. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. გადაღებულია 71 ფილმში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

