გურამ გურგენიძე (1929-2003)
ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.
1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს; მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებას;
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
