კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ გვაზავა (დ. 20 აპრილი, 1932, თბილისი, — გ. 23 თებერვალი, 1986)
ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1964 და 1977-1985 წლებში მუშაობდა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული კომიტეტის წევრი (1969-იდან). 1964-1977 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე, შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე. გვაზავას სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება გამოყენებითი მექანიკის, ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments