კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ ლორთქიფანიძე (დ. 14 სექტემბერი, 1938, ბათუმი — გ. 24 მარტი, 2019, თბილისი) –
ისტორიკოსი, არქეოლოგი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009 წ.).
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1977 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 წელს, ანდრია აფაქიძის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1977-1978 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1979-1981 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1985-2006 წლებში — კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი;
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments