კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი 1936, თბილისი — გ. 1 მარტი 2015, თბილისი) –
კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).
1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958).[1] 1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი.
1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სსრკ-ის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments