კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ მირიანაშვილი (1927-2000) – არქიტექტორი, 1991-1995წწ. არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი; 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1952წწ. იყო “თბილქალაქპროექტის” არქიტექტორი და უფროსი არქიტექოტრი; 1952-1956წწ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954-1958წწ. პედაგოგი; 1958-1964წწ. თბილისში მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალის მთავარი არქიტექტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972-1978წწ. “თბილქალაქპროექტის” დირექტორი; 1978-1989წწ. “სახმშენის” თავმჯდომარე; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტეტურის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, “საქქალაქმშენპროექტის” ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი; 1998 წლიდან “საქქალაქმშენპროექტის” გენერალური დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა და 3 საავტორო მოწმობის, ერთი საპატენტო სიგელის მფლობელი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
                                                                               
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments