კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ ნამგალაძე (1938-2020) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1961 წელს, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე საქმიანობა მშობლიური ქალაქის საზღვაო ნავსადგურში დაიწყო. 1968 წლიდან გურამ ნამგალაძე საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძობს. სხვადასხვა დროს კაპიტნის თანაშემწედ, შორეული ნაოსნობის შტურმანად ცურავდა იგი სანაოსნოს ტანკერებზე – «Ахалцихе», «Анаклия», «Адигени», «Захарий Палиашвили», «И.Броз Тито» და «Давид Бакрадзе». ზღვაში საქმიანობს პარალელურად კი 1988 წელს დაუსწრებლად ამთავრებს ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელს და შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება. 1989-2010 წლებში კაპიტანი ნამგალაძე სხვადასხვა სანაოსნო კომპანიის ტანკერების – „Kenmary”-ს, “Bakradze”-სა “Melody”-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments