კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი – გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) –
მწერალი.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.
გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

2024 წლის 25 დეკემბერს, გურამ რჩეულიშვილის საფლავის არსებული ქვის ზედმიწევნით ზუსტად დამზადებული ასლი მწერლის საფლავზე მოთავსდა. 2024 წელი გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო წელიწადია. ამ თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, შემუშავდა გურამ რჩეულიშვილის საფლავის რესტავრაციის პროექტი.
მწერლის საფლავის რესტავრაციის პროექტი წარმოადგენდა კომპლექსურ ღონისძიებას და ითვალისწინებდა მემორიალური ძეგლის აღდგენას და მონტაჟს, რომელიც განახორციელა ა(ა)იპ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments