გურამ საღარაძე (დ. 12 იანვარი, 1929 — გ. 17 იანვარი, 2013, თბილისი)
მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი.
1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.
გარდაიცვალა 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

