კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ ხარატიშვილი (დ. 14 იანვარი, 1934, გორი — გ. 8 სექტემბერი, 2009) – მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1951-1980 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments