გიორგი (გურგელი) ეგნატაშვილი (დ. 12 მარტი, 1885, თბილისი — გ. 16 იანვარი, 1962) –
ქართველი ტანმოვარჯიშე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
თავისი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ წინა საუკუნის გარჟრაჟზე, თავიდან როგორც მოქმედმა სპორტსმენმა, შემდეგ კი როგორც სპორტისა და ფიზკულტურული მოძრაობის ორგანიზატორმა. მან 1909 წელს დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები და დაიწყო მასწავლებლობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1907 და 1912 წლებში გამართულ სპორტსაზოგადოება სოკოლის მსოფლიო შეკრებებზე თბილისის გუნდმა, რომელშიც გ. ეგნატეშვილიც შედიოდა, ჯერ მეორე და შემდეგ პირველი ადგილები დაიკავა. ეს იყო ჩვენი ტანვარჯიშული სკოლის უდავო წარმატება, რომელშიც ფასდაუდებელიაგ. ეგნატაშვილის წვლილი, რადგან ამ დროისათვის იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. გ. ეგნატაშვილი 1918-1937 წლებში ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას თბილისის სკოლებში, 1937-1941 წლებში განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას ფიზკულტურის ინსტიტუტში მომდევნო წლებში ჯერ თბილისის უნივერსიტეტის შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის უფროს მასწავლებელია. გ. ეგნატაშვილი იყო საზოგადოება „შევარდენის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

