კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურჯი ხათუნი – თამარ ბაგრატიონი (XIII ს.) – თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან მეფის შვილი, იკონიის დედოფალი. თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო და ქორწინების პირობების თანახმად ქრისტიანად დარჩენა შეეძლო ქორწინების შემდეგაც. თამარს და ხუსრევ II ერთადერთი „ძაბუნი შვილი“ ჰყავდათ, რომელიც შემდეგ რუმის სასულთნოს კანონიერი მემკვიდრე გახდა. გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. სავარაუდოდ დაკრძალულია ერზერუმში. ნაპოვნია სავარაუდო საფლავიც. საფლავის ფოტოები აღებულია გიორგი ჯანჯღავას გვერდიდან.
საფლავის საერთო ხედი                                        
სავარაუდო საფლავის ძველი სახე               
რესტავრირებული საფლავის სახე
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments