გვანჯი ჩიქოვანი (1879-1969) –
თავადი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.
გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით მოეწყო საოფიცრო კურსებზე. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, მიავლინეს აჭარაში პოლიციის უფროსად. საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 1924 წლის აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და მალევე გამოუშვეს. ასევე დაპატიმრებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, მოიხადა 8 წელი. მისი პროტოტიპი “მთვარის მოტაცებაში” არის გვანჯ აფაქიძე.
დაკრძალულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. სფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნანული ჭითანავამ.

