ჰასან ჰელიმიში (დ. 1907 წელს, სოფელი ორთახოფა (თურქეთის ლაზეთი) — გ. 2 მარტი, 1976)
ლაზი მხატვარი, პოეტი.
დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა). იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული საშუალო სკოლა.
1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა.
1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, “საეჭვო” პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი).
1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა.
ჰასან ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში.

