იაკობ ტრიპოლსკი (დ. 31 დეკემბერი, 1919, ახლანდელი დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი — გ. 4 მარტი, 1988, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966). 1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მ. შ. მანუჩა („მაია წყნეთელი“), იასონი, ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი („ზვავი“), ბახა („მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“), გიჟუა, მოურავი („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
