კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იასონ მეცხვარიშვილი (დ. 1903, მერეთი — გ. 1977) — მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება. 1929-1932 წლებში მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა თბილისის მუშათა ფაკულტეტსა და ქიმიის ტექნიკუმში. 1930-1932 წლებში იყო ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი. 1932-1935 წლებში იყო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკისა და მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მათემატიკისა და ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლად. 1935-1941 წლებში იყო თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1936 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1938-1949 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრას. 1949-1977 წლებში იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგე. იკვლევდა ორი დამოუკიდებელი ცვლადის ცვლადკოეფიციენტებიანი ჰიპერბოლური ტიპის განტოლების ეგრეთწოდებულ ზღვრულ ანუ განზოგადებულ ამონახსნებს. ასევე იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საკითხებს. მან შეისწავლა ლომელის ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები და ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში პარამეტრის მეთოდის გამოყენებით მოგვცა კომპლექსური არგუმენტის რვა ანალიზური ფუნქციის ლომელის ფუნქციებად გაშლის მის მიერ დადგენილი ფორმულები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments