იასონ მოსეშვილი (დ. 1874, გუბი — გ. 1968, თბილისი)
ქიმიკოსი, პროფესორი (1920).
1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
