კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იაზონ თუმანიშვილი (ტუმანოვი) (დ. 2 ოქტომბერი, 1883 — გ. 22 ოქტომბერი, 1955) –
მეზღვაური, პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტანი.
დაიბადა თბილისში. დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი 1904 წელს; სანაღმო და საარტილერიო საქმის დამატებითი მოკლევადიანი კურსები, 1913 წელს-ნიკოლოზის საზღვაო აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1918 წლის ბოლოს სარდლობდა ასტრახანის სამხარეო მთავრობის ვოლგა-კასპიის ფლოტილიას. 1920 წლის 28 მარტს გენერალ ვრანგელის ბრძანებულებით მიენიჭა I რანგის საზღვაო კაპიტნის წოდება და დაინიშნა ხომალდ “რუსეთის” კომენდანტად, რომლითაც იმავე წლის ნოემბერში ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით გადავიდა იუგოსლავიაში – სერბეთში, 1924 წელს ურუგვაიში, 1925 წელს კი – პარაგვაიში. პარაგვაიში იგი სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად მიიწვიეს. ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
დაკრძალულია პარაგვაიში, ქალაქ ასუნსიონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments