კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იგორ ნარმანია (დ. 25 მარტი, 1947, სოფ. ილორი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 4 იანვარი, 2010, სენაკი) – სპორტსმენი (სამბო) და პოლიტიკური მოღვაწე. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი (1974). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1970 წლიდან იყო აღნიშნული ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი. უმაღლესი განათლება მიიღო დნეპროპეტროვსკში, შემდეგ — სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მოღვაწეობდა თბილისის სპორტული დაოსტატების სკოლაში. 1987 წლის 31 იანვარს ხობის რაიონის სოფლებში საგვიჩიოსა და ჭალადიდში მომხდარი წყალდიდობის დროს გადაარჩინა ათობით ადამიანი. 1989 წლიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. იყო სენაკში პოლიტიკური მოძრაობა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე. იყო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რწმუნებული დასავლეთ საქართველოში. მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში. დაკრძალულია სენაკში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments