ილია ანთელავა (25. XII. 1951, თბილისი, – 4. XI. 2001) –
ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987), საქართვ. მეცნ. აკად. სამეგრელოს სამხარეო სამეცნ. ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1997-იდან).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1973). ა-მ საქართველოს ისტ. ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტავია.
სხვადასხვა დროს იყო თსუ-ის სოხუმის ფილიალის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ისტ. კათედრის პროფესორი.
დაჯილდოებულია ჟ. შარტავას პრემიით მეცნიერების დარგში (1997) და ღირსების ორდენით.

