ილია ბახტაძე (ხონელი) (დ. 26 მაისი, 1859, დაბა ხონი ― გ. 13 ივლისი, 1900, სოხუმი) – პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1876 (“დროება”, N 64). პეტერბურგში ყოფნისას თანამშრომლობდა რუსულ პრესაში (“პორიადოკი”, “სტრანა”). 1881 “დროებაში” (N 68) დაიბეჭდა ბახტაძის პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი “ვიცინოთ თუ ვიტიროთ?” სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. დაკრძალულია ხონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ.

